ქართველებმა NBA-ს ახალი სეზონი მოგებით დავიწყეთ

0
14

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ახალმა სეზონმა სტარტი გუშინ ორი მეტად საინტერესო შეხვედრით გახსნა, დღეს დილით კი საქმეში “ქართული გუნდები” “ორლანდო მეჯიქი” და “ტორონტო რეპტორზი” ჩაერთნენ.
ნბა-ში ფლორიდის შტატის წარმომადგენელმა “ორლანდომ” თანაშტატელ მაიამის უმასპინძლა და 125:121 სძლია.
საქართველოს ნაკრების მეფარე გოგა ბითაძემ პარკეტზე 19 წუთი დაჰყო და ორლანდოელებს 8 ქულასთან ერთად 8 მოხსნა (სამი მეტოქის ფარზე), 4 შედეგიანი გადაცემა, თითო ჩაჭრა და  დაფარება მოუპოვა. ქართველის მარგი ქმედების კოეფიციენტი +11-ს გაუტოლდა.
“მეჯიქი” მომდევნო მატჩს 25 ოქტომბერს შინ “ატლანტა ჰოუქსს” ჩაატარებენ.
წარმატებით დაიწყო ახალი სეზონი სანდრო მამუკელაშვილის “ტორონტო რეპტორზმაც”. კანადელები ჯორჯიის შტატში ატლანტას ესტუმრნენ და “ქორებს” 138:118 სძლიეს.
საქართველოს ნაკრების ფორვარდმა სანდრო მამუკელაშვილმა პარკეტზე 17 სათამაშო წუთი გაატარა და 7 ქულა 4 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და ერთი დაფარება მოაგროვა. სანდროს მარგი ქმედების კოეფიციენტი +21 იყო.
ორლადოელთა მსგავსად ტორონტოელებიც მეორე შეხვედრას შინ ჩაატარებენ – 25 ოქტომბერს იანის ანტეტოკუნმპოს “მილუოკი ბაქზს” უმასპინძლებენ.