გიორგი მამარდაშვილი „ლივერპულის“ სასტარტო შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგის ფაზაში პირველი მატჩი ჩაატარა. მესამე ტურში ინგლისური გრანდი ფრანკფურტის „აინტრახტს“ ეწვია და 5:1 გაანადგურა.
მატჩის 26-ე წუთზე მასპინძლები კრისტენსენმა დააწინაურა, რომლის დარტყმის შემდეგ ბურთი კარის შორეული ძელს მოხვდა და ბადეში გაეხვა – მამარდაშვილს მოგერიების შანსი არ ჰქონდა.
35-ე წუთზე რობერტსონის პასის შემდეგ, ეკიტიკემ მოედნის ცენტრიდან ბურთიანად ირბინა და მეკარესთან პირისპირ გასულმა ანგარიში გაათანაბრა. 35-ე წუთზე რობერტსონმა კუთხური ჩააწოდა და ვან დაიკმა თავით შეაგდო. 44-ე წუთზე კუთხური სობოსლაიამ შეასრულა და ამჯერად თავით კონატემ გაიტანა. 66-ე წუთზე „ლივერპულის“ შეტევის დროს, ვირცმა კარის წინ მდგომი გაკპო მოძებნა, რომელმაც შანსი ხელიდან არ გაუშვა. შეხვედრაში წერტილი სობოსლაიმ დასვა, რომელმაც დაახლოებით 20 მეტრიდან გაიტანა.
ჩემპიონთა ლიგაში და ინგლისის პრემიერლიგაში ზედიზედ ოთხი მარცხის შემდეგ. „ლივერპულმა“ მოიგო. მამარდაშვილს გოლის გაშვების შემდეგ, ფაქტობრივად თამაში არ ჰქონია. „ლივერპული“ 6 ქულით 36 გუნდში მე-10 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





