ჰაშეკს ჩეხეთში შემცვლელი მოუძებნეს

0
6

ჩეხეთის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად იაროსლვ კესტლი დანიშნეს. ამის შესახებ ჩეხეთის ფეხბურთის ასოციაციის პრესსამსახური იუწყება. მან იაროსლავ ჰაშეკი შეცვალა, რომლის თანაშემწეც მანამდე იყო.
კესტლი ჩეხებს მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე 13 ნოემბერს სან-მარინოსთან, ხოლო 17 ნოემბერს გიბრალტართან გასამართი მატჩებისთვის მოამზადებს. ამჟამად, ჩეხეთი 13 ქულით L ჯგუფში მეორე ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი