სანიკიძე ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგის საშეჯიბრო კომიტეტის ხელმძღვანელად დაინიშნა

0
5

კიდევ ერთი საპასუხისმგებლო პოსტი და ფიბა-ს მხრიდან გამოხატული ნდობა –  საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი, ვიქტორ სანიკიძე ჩემპიონთა ლიგის საშეჯიბრო კომიტეტის ხელმძღვანელად დაინიშნა. ფედერაციაში ოფიციალური წერილი დღეს მოვიდა, რითაც სანიკიძეს საპასუხისმგებლო პოსტზე დანიშვნა მიულოცეს და ჩემპიონთა ლიგის ჩატარებაში ერთ-ერთი წამყვანი კომიტეტის ხელმძღავნელის პოსტზე წარმატებები უსურვეს.
ჩემპიონთა ლიგა ფიბა-ს მთავარი საკლუბო ტურნირია, რომლის ჯგუფურ ეტაპზე 32 გუნდი მონაწილეობს. ტურნირის პოპულარობა და მონაწილე გუნდების დონე ყოველწლიურად იზრდება. ბოლო წლებში ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულები იყვნენ – გერმანული ტელეკომ ბონი, ესპანური გუნდები – ტენერიფე და უნიკახა.
წლებია, ვიქტორ სანიკიძე ფიბა-ს საშეჯიბრო კომიტეტის წევრია, რომლის ძირითადი ფუნქციაც ასაკობრივი სანაკრებო ჩემპიონატების შესბამისი მიმართულებით ორგანიზებაა. ფიბა-ს ერთ-ერთი საიმიჯო და მთავარი საკლუბო ტურნირის წამყვანი კომიტეტის ხელმძღვანელის პოსტზე დანიშვნა, ვიქტორ სანიკიძის მორიგი დაფასება და მისთვის ნდობის გამოხატულებაა.