ხვიჩა კვარაცხელია: „აუცილებელია ყველა პრობლემა გავაანალიზოთ, დავინახოთ და მივიღოთ“

0
13

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ლიდერ ხვიჩა კვარაცხელია მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში სტუმრად ესპანეთთან (0:2) და თურქეთთან (1:4) წაგებულ მატჩებს გამოეხმაურა.
ხვიჩა კვარაცხელია: „პირველ რიგში მინდა მადლობა ვუთხრა ამ ორივე გასვლით მატჩზე ჩამოსულ თითოეულ გულშემატკივარს და ყველას, ვინც გვქომაგობდა. რთული მატჩები გამოვიდა, არასასურველი შედეგებით და სათამაშო ხარისხით.
აუცილებელია ყველა პრობლემა გავაანალიზოთ, დავინახოთ, მივიღოთ და შემდეგ თამაშებში გამოვასწოროთ. არ არის პირველი, როდესაც დაბრკოლებების წინაშე ვართ, მაგრამ ერთად აუცილებლად უნდა გადავლახოთ და დავბრუნდეთ გამარჯვებების და პროგრესის გზაზე!“.
საქართველოს ნაკრები, რომელსაც 3 ქულა აქვს, მუნდიალის შესარჩევში მომდევნო შეხვედრას 15 ნოემბერს ევროპის მოქმედ ჩემპიონ და E ჯგუფის ლიდერ ესპანეთთან (12 ქულა) თბილისში ჩაატარებს, ხოლო 18 ნოემბერს – უქულო ბულგარეთს ესტუმრება. თურქეთი 9 ქულით მეორე ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი