საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ნოემბრის შუა რიცხვებში ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში გაემგზავრება, სადაც 15-22 ნოემბერს ევროპის ჩემპიონატს ითამაშებს და ტიტულის ზედიზედ მეშვიდედ მოპოვებას შეეცდება.
18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი ფლეი ოფის სისტემით იმართება და საქართველო 1/4-ფინალურ შეხვედრას 15 ნოემბერს, პოლონეთთან გამართავს, რომელიც ტურნირზე შესარჩევი ეტაპის გავლის შედეგად მოხვდა (დაამარცხა რუმინეთი და შვეიცარია).
სხვა მეოთხედფინალური წყვილები ასე გამოიყურება: ესპანეთი – ბელგია; ნიდერლანდები – გერმანია; ჩეხეთი – პორტუგალია.
გამარჯვების შემთხვევაში თასის ნახევარფინალში საქართველოს მეტოქე ჩეხეთსა და პორტუგალიას შორის უკეთესი იქნება და თამაში 18 ნოემბერს გაიმართება, ფინალი 22 ნოემბერსაა ჩანიშნული.
საქართველო ბოლო 9 ევროპის ჩემპიონატის ფინალისტია, საიდანაც პირველი სამი ფინალი საფრანგეთთან დათმო, მეოთხე ჯერზე კი მას გადამწყვეტ მატჩში სძლია და მას შემდეგ ტიტულს ზედიზედ ექვსჯერ დაეუფლა.
ჩვენმა18-წლამდელებმა წელს უკვე ითამაშეს ორ საერთაშორისო ტურნირზე – გაზაფხულზე ექვსი ერის ფესტივალზე, ხოლო ზაფხულში სამხრეთ აფრიკის საერთაშორისო სერიაში.
rugby.ge





