კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-3 წრის საუკეთესო საუკეთესო მოთამაშედ ქუთაისის „ტორპედოს“ გარემარბი ალეკო ბასილაძე დაასახელეს. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელმა მე-3 წრეში ოთხი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე პასი გააკეთა
მე-3 წრის საუკეთესო მწვრთნელი გორის „დილას“ იტალიელი თავკაცი დიეგო ლონგო გახდა. „დილამ“ მესამე წრეში ჩატარებული 9 მატჩიდან 7 მოიგო და 2 წააგო. გორელები 59 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატს ლიდერობენ. .
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის პრესსამსახურის ინფორმაციით, მე-3 წრის სიმბოლური ნაკრები ასე გამოიყურება:
მეკარე: ლორია (დინამო თბილისი)
მცველები: გოგოტიშვილი (თელავი), ლაცაბიძე (დინამო თბილისი), ცნობილაძე (თელავი), ტიბუე (დილა).
ნახევარმცველები: მორჩილაძე (დინამო თბილისი), კონტე (დილა), ანდრონიკაშვილი (დილა), მამაგეიშვილი (იბერია), ბასილაძე (ტორპედო).
თავდამსხმელი: ანდრიჩი (ტორპედო).
ლაშა თაბაგარი
