სერჟიო კონსეისაუ საუდის არაბეთის „ალ-იტიჰადის“ მთავარ მწვრთნელად დანიშნეს, რის შესახებ იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იუწყება. პორტუგალიელმა სპეციალისტმა კონტრაქტი 2027 წლის ივნისამდე გააფორმა.
ბოლოს კონსეისაუ იტალიის „მილანში“ მუშაობდა – 2024 წლის 30 დეკემბრიდან 2025 წლის 29 მაისამდე.
პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ყოფილი გარემარბი 2017-2024 წლებში „პორტუს“ ავარჯიშენდა, რომელსაც 11 ტიტული მოაგებინა – სამჯერ ჩემპიონობა, ოთხჯერ პორტუგალიის თასი, ერთხელ ლიგის თასი, ხოლო სამჯერ სუპერთასი.
სერჟიო კონსეისაუ კარეირის განმავლობაში ასევე პორტუგალიის „ოლიანენსეს“, „აკადემიკას“, „ბრაგას“, „ვიტორია გიმარაეშს“ და საფრანგეთის „ნანტს“ ავარჯიშებდა.
ლაშა თაბაგარი
