საბა გოგლიჩიძე: “ვეცდებით, რომ მაქსიმალურად კარგ შედეგს მივაღწიოთ”

0
4

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ესპანეთში საწვრთნელ შეკრებაზე პირველი ვარჯიში გამართა. საწვრთნელ პროცესში 23 ფეხბურთელი მონაწილეობდა. გუნდთან ერთად საბა ლობჟანიძეს და გიორგი გულიაშვილს არ უვარჯიშიათ, რომლებიც ნაკრებს სამშაბათს შეუერთდნენ. მოხლოებული მატჩების შესახებ საქართველოს ნაკრების მცველმა საბა გოგლიჩიძემ ისაუბრა.
საბა გოგლიჩიძე: “რთული თამაში გველის. ამ ეტაპზე ესპანეთთან მატჩზე ვართ კონცენტრირებულები. ვიცით, რომ მეტოქე ძლიერია, თუმცა ეს ფეხბურთია და ასი პროცენტით მობილიზებულები გავალთ სტადიონზე. ვეცდებით, რომ მაქსიმალურად კარგ შედეგს მივაღწიოთ. სანაკრებო პაუზის წინ, კლუბში 90 წუთი ვითამაშე და სრულად მზად ვარ, რომ დავეხმარო გუნდს”.
მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის E ჯგუფში ესპანეთი – საქართველოს მატჩი ქალაქ ელჩეში შედგება და თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. მოქმედი ევროპის ჩემპიონი ესპანეთი 6 ქულით ჯგუფის ლიდერია, ხოლო საქართველო 3 ქულით მეორე ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი