პორტუგალიის ეროვნული ნაკრების და „ალ-ნასრის“ კაპიტანი კრიშტიანუ რონალდუ ისტორიაში პირველი მილიარდელი ფეხბურთელია. Bloomberg-ის ინფორმაციით 40 წლის მოთამაშის ქონება 1,4 მილიარდ დოლარადაა შესაფასებული.
ამ თანხაში შედის სპონსორებთან გაფორმებული კონტრაქტებიდან მიღებული ფული, კლუბში აღებული ხელფასი და კომერციული საქმიანობით გამომუშავებული შემოსავალი. რონალდუ „ალ-ნასრში“ 2023 წლიდან გამოდის და ყველა ტურნირში ჩატარებულ 111 მატჩში 98 გოლი გაიტანა. ახალი კონტრაქტის მიხედვით, რომელიც პორტუგალიელმა თავდამსხმელმა ზაფხულში გააფორმა, წელიწადში 400 მილიონ ევროზე მეტს გამოიმუშავებს.
რონალდუმ საკლუბო კარიერაში ჩატარებულ 1068 შეხვედრაში 805 გოლი მიითვალა. მან პორტუგალიის ეროვნულ გუნდში 223-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარი 141-ჯერ აიღო, რაც სანაკრებო დონეზე ყველა დროის რეკორდია.
ლაშა თაბაგარი
