ხორდი ალბა კარიერას ასრულებს

0
3

ესპანეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი მარცხენა მცველი ხორდი ალბა, რომელიც ამჟამად „ინტერ მაიამიში“ გამოდის, მიმდინარე სეზონის დამთავრების შემდეგ, საფეხბურთო კარიერას დაასრულებს.
„მადლობა ფეხბურთო“ – დაწერა 36 წლის ალბამ თავის სოციალურ ქსელში.
მან კარიერის დიდი ნაწილი „ბარსელონაში“ გაატარა, სადაც 2012-2023 წლებში გამოდიოდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 459 მატჩში 27 გოლი გაიტანა.
ალბამ ესპანეთის ლა ლიგა 6-ჯერ, ესპანეთის თასი 5-ჯერ, ესპანეთის სუპერთასი 4-ჯერ, ხოლო უეფას ჩემპიონთა ლიგა და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი თითოჯერ მოიგო.
ის „ბარსელონას“ გარდა „კორნელიაში“, „ვალენსიაში“ და „ხიმნასტიკში“ გამოდიოდა. ალბამ 2011-2023 წლებში ესპანეთის ნაკრებში 93-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარი 9-ეჯრ აიღო. მან „ფურია როხასთან“ ერთად ევროპის 2012 წლის ჩემპიონატი და ერთა ლიგა (2023) მოიგო.
ლაშა თაბაგარი