მექვაბიშვილი: “დადებითი შედეგის დასაფიქსირებლად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ”

0
6

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ესპანეთში საწვრთნელ შეკრებაზე პირველი ვარჯიში გამართა. საწვრთნელ პროცესში 23 ფეხბურთელი მონაწილეობდა. გუნდთან ერთად საბა ლობჟანიძეს და გიორგი გულიაშვილს არ უვარჯიშიათ, რომლებიც ნაკრებს სამშაბათს შეუერთდნენ. მოხლოებული მატჩების შესახებ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ანზორ მექვაბიშვილმა ისაუბრა.
ანზორ მექვაბიშვილი: “ძალიან რთული გასვლითი მატჩები გვაქვს ჩასატარებელი. ვფიქრობ, აუცილებლად გვექნება ესპანეთთან შეხვედრაში ჩვენი შანსები და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ დადებითი შედეგის დასაფიქსირებლად. თითოეულ ქულას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. სექტემბრის შეკრების შემდეგ, ყველაფერს ვაკეთებდი იმისთვის, რომ მოახლოებულ მატჩებისთვის კარგ კონდიციაში ვყოფილიყავი და მზად ვარ იმისთვის რომ ნაკრებს დავეხმარო”.
მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის E ჯგუფში ესპანეთი – საქართველოს მატჩი ქალაქ ელჩეში შედგება და თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. მოქმედი ევროპის ჩემპიონი ესპანეთი 6 ქულით ჯგუფის ლიდერია, ხოლო საქართველო 3 ქულით მეორე ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი