სიგუას მეორე საგოლე პასი და ტრავმა

0
3

გაბრიელ სიგუამ „ლოზანას“ მაისურით საგოლე პასი ზედიზედ მეორე მატჩში გააკეთა. შვეიცარიის სუოერლიგის მე-8 ტურში ლოზანელებმა შინ „იანგ ბოიზი“ 5:0 გაანადგურეს.
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების კაპიტანი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მე-6 წუთზე საჯარიმოში ერთ მცველს გაცდა, რის შემდეგ გადაცემა კარის წინ მდგომ ტეო ბერს გაუკეთა, რომელმაც ანგარიში გახსნა. სიგუამ პირველ ტაიმში ტრავმა მიიღო და შესვენების შემდეგ მოედანზე აღარ გამოჩენილა.
ის ჩვენ ახალგაზრდულ ნაკრებს 10 ოქტომბერს ლატვიასთან, ხოლო 14 ოქტომბერს მალტასთან სტუმრად ჩასატარებელ შეხვედრებში ვერ დაეხმარება.
მან ამ სეზონში პირველი საგოლე გადაცემა კონფერენს ლიგაში სახლში „ბრეიდაბლიკთან“ 3:0 მოგებულ შეხვედრაში გააკეთა. „ლოზანა“ 8 ქულით 12-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი