როდრი ესპანეთის ნაკრებს საქართველოსთან ვერ დაეხმარება

0
3

„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველი როდრი ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს 11 ოქტომბერს საქართველოსთან, ხოლო 14 ოქტომბერს ბულგარეთთან შინ გასამართ მატჩებში ვერ დაეხმარება. ამის შესახებ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია იუწყება.
როდრიმ ტრავმა ინგლისის პრემიერლიგის მე-7 ტურში „ბრენტფორდთან“ 1:0 მოგებულ მატჩში მიიღო და 22-ე წუთზე შეცვალეს. „სიტის“ თავკაც პეპ გვარდიოლას თქმით, ესპანელ ფეხბურთელს გამოჯანმრთელებისთვის 2-3 კვირა დასჭირდება.
როდრის გარდა, მომავალ თამაშებში ესპანელებს ლამინ იამალი, ნიკო უილიამსი და ფაბიან რუისი დააკლდებათ.
ესპანეთი – საქართველოს მატჩი ქალაქ ელჩეში შედგება და თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.
ლაშა თაბაგარი