კიტეიშვილის კიდევ ერთი აღიარება

0
3

ავსტრიის პროფესიონალ ფეხბურთელთა კავშირმა ოთარ კიტეიშვილი 2024-2025 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. მან სპეციალური პრიზი „ბრუნო“ მიიღო, რომელის ცნობილი ავსტრიელი ფეხბურთელის ბრუნო პეაცას სახელს ატარებს. მან ეს პრიზი ზედიზედ მეორედ მოიგო. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ასევე მიჯრით ორჯერ ავსტრიაში სეზონის საუკეთესო მოთამაშედ ავსტრიის ბუნდესლიგის კლუბების პრეზიდენტების, მწვრთნელების და მენეჯერების გამოკითხვის შედეგად გახდა.
თავად კიტეიშვილი ვენაში გამართულ „ბრუნო გალას“ დაჯილდოვებას ვერ დაესწრო, რადგან საქართველოს ნაკრებთან ერთად ალიკანტეშია შეკრებაზე. თუმცა, ცერემონიის მსვლელობისას მისი მიმართვის ვიდეოჩანაწერი გაუშვეს.
ლაშა თაბაგარი