„სარაევომ“, რომლის კაპიტანი გიორგი გულიაშვილია, ბოსნიის ჩემპიონატის ლიდერ „ზრინსკისთან“ საშინაო მატჩში გამარჯვება ხელიდან ბოლო წუთებზე გაუშვა.
მე-10 ტურში სარაევოში გამართული შეხვედრა 1:1 დასრულდა, ხოლო საქართველოს ნაკრების ფორვარდს ამ სეზონში გოლი ისევ არ გაუტანია. არადა, ის გასულ სეზონში ძალიან შედეგიანად თამაშობდა.
მატჩის 62-ე წუთზე ანგარიში ბუტიჩმა გახსნა, ხოლო ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე „ზრინსკის“ ქულა დამასკანმა გადაურჩინა. „სარაევო“ 11 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-7 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი
