საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, ევროპის ჩემპიონატის მიმდინარე საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობას, ლატვიასთან და მალტასთან გასვლითი მატჩებით განაგრძობს. რამაზ სვანაძის გუნდი ლატვიას 10 ოქტომბერს რიგაში დაუპირისპირდება, ხოლო მალტას 14 ოქტომბერს.
21-წლამდელებმა ლატვიის დედაქალაქში არასრული შემადგენლობით ივარჯიშეს. გუნდს, ტრავმის გამო კაპიტანი გაბრიელ სიგუა ვეღარ დაეხმარება. მის ნაცვლად ნაკრებში ბათუმის “დინამოს” ნახევარმცველი გურამ ჯაფარიძეა გამოძახებული.
U21 | შემადგენლობა:
მეკარეები: მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი), საბა ქაჯაია (რეალ მურსია, ესპანეთი), გიორგი ყავლაშვილი (უნიონ სან-ჟილუაზი, ბელგია).
მცველები: ჟორჟე ქარსელაძე (აკადემიკა კოიმბრა, პორტუგალია), დავით ბუკია (ლოკომოტივი თბილისი), ლუკა ლაცაბიძე (დინამო თბილისი), ალექსანდრე ნარიმანიძე (ჟილინა, სლოვაკეთი), გელა სადღობელაშვილი (დინამო თბილისი), აკაკი გიუნაშვილი (კოლხეთი ფოთი 1913), საბა ხარებაშვილი (დინამო თბილისი), გიორგი ტაბატაძე (ვაილე, დანია).
ნახევარმცველები: დაჩი ლორთქიფანიძე (კრემონეზე, იტალია), ნიკოლოზ დადიანი (იბერია 1999), გურამ ჯაფარიძე (დინამო ბათუმი), ცოტნე ბერელიძე (დინამო თბილისი), გია ნადარეიშვილი (გაგრა), ირაკლი იეგოიანი (ექსელსიორი, ნიდერლანდები), ლუკა წულუკიძე (დინამო ბათუმი), ალეკო ბასილაძე (ტორპედო ქუთაისი).
თავდამსხმელები: დიეგო დეისაძე (ტერმალიკა ნეცეჩა, პოლონეთი), დავით გოცირიძე (გაგრა), ლუკა პარკაძე (ზალცბურგის აუსტრია, ავსტრია), თეიმურაზ ოდიკაძე (დინამო თბილისი).
10 ოქტომბერი – ლატვია V საქართველო | 19:00
14 ოქტომბერი – მალტა V საქართველო | 21:00
ლაშა თაბაგარი
