ქოჩორაშვილის „სპორტინგმა“ გამარჯვება ხელიდან ბოლო წუთზე გაუშვა

0
1

ლისაბონის „სპორტინგმა“, რომელშიც გიორგი ქოჩორაშვილი გამოდის, პორტუგალიის ჩემპიონატის მე-8 ტურში შინ „ბრაგას“ შეხვდა და გამარჯვება ხელიდან ბოლო წუთზე გაუშვა.
საქართველოს ეროვნული გუნდის ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 64-ე წუთზე იაპონელ მორიტას ნაცვლად ჩაერთო, რომელიც მისი კონკურენტია.
„სპორტინგმა“ ანგარიში მე-19 წუთზე კოლუმბიელი ლუის სუარესის ზუსტი დარტყმის შემდეგ გახსნა. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-5 წუთზე ლისაბონელთა დანიელმა კაპიტანმა ჰიულმანდმა თავის საჯარიმოში მაისურზე მოქაჩა მეტოქეს, რომელიც წაიქცა, ხოლო მსაჯმა პენალტი დანიშნა. სალასარმა თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა – 1:1. „სპორტინგი“ 19 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მეორე ადგილზეა და ლიდერ „პორტუს“ სამი ქულით ჩამორჩება.
უკრაინის პრემიერლიგის მე-8 ტურში დონეცკის „შახტარმა“ შინ „ჩერკასისთან“ 1:4 წააგო. ჩვენი ეროვნული გუნდის მცველი ირაკლი აზაროვი მასპინძლების სასტარტოში არ იყო და თამაშში 56-ე წუთზე ჩაერთო. „ჩერკასის“ შემადგენლობაში ნახევარმცველი ლევან ნონიკაშვილი 84-ე წუთზე გამოჩნდა. „შახტარი“ 17 ქულით 16-გუნდიან პრემიერლიგას ლიდერობს.
ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის მე-8 ტურში „კადისი“ გასვლაზე „ლას პალმასთან“ 0:1 დამარცხდა. სტუმართა სასტარტოში ქართველმა ფორვარდმა იური ტაბატაძემ ითამაშა, რომელიც 81-ე წუთზე შეცვალეს. „კადისი“ 15 ქულით 22-გუნდიან ჩემპიონატში მესამეა.
ლაშა თაბაგარი