ოთარ კიტეიშვილმა გრაცის „შტურმის“ შემადგენლობაში ავსტრიის ბუნდესლიგაში გოლი ზედიზედ მეორე შეხვედრაში გაიტანა. მე-9 ტურში გრაცელებმა სტუმრად „ალტახი“ 2:0 დაამარცხეს და საქართველოს ეროვნული გუნდის ნახევარმცველმა ანგარიში პენალტიდან 85-ე წუთზე გახსნა. მან მიმდინარე სეზონში ბუნდესლიგაში ჩატარებულ 6 შეხვედრაში თავი 5-ჯერ გამოიჩინა. კიტეიშვილი ძირითადი დროსთვის დამატებულ პირველ წუთზე შეცვალეს, ხოლო „შტურმიდან“ მეორე გოლი 95-ე წუთზე ბეგანოვიჩმა შეაგდო. ავსტრიის მოქმედი ჩემპიონი 18 ქულით 12-გუნდიან სატურნირო ცხრილში ლიდერია.
იტალიის სერია A-ს მე-6 ტურში „უდინეზე“ თავის მოედანზე „კალიარის“ დაუზავდა – 1:1. მასპინძლების სასტარტოში პირველად მოხვდა ჩვენი ეროვნული გუნდის მცველი საბა გოგლიჩიძე, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა. მას პირველი ტაიმის მიწურულს გოლის გატანა შეეძლო, როდესაც მასპინძლებმა კუთხური ჩააწოდეს და ახლო მანძილიდან კარს ააცილა.
მანამდე, ის ზედიზედ სამ მატჩში არ ათამაშეს – ორჯერ ჩემპიონატში, ხოლო ერთხელ იტალიის თასზე. „კალიარისთან“ დაპირისპირებამდე გოგლიჩიძემ „უდინეზეში“ სამჯერ შეცვლაზე ითამაშა – ორჯერ სერია A-ში, ერთხელ კი თასზე.
ლაშა თაბაგარი
