„ჰამბურგმა“, რომელშიც გიორგი გოჩოლეიშვილი გამოდის, გერმანიის ბუნდესლიგის მე-6 ტურში „მაინცი“ მიიღო და 4:0 დაამარცხა.
მასპინძლების სასტარტო შემადგენლობაში საქართველოს ნაკრების მცველმა 82-ე წუთამდე ითამაშა და ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო. მე-6 წუთზე გოჩოლეიშვილმა დაახლოებით 18 მეტრიდან ძლიერად დაარტყა და „მაინცის“ მეკარის ხელიდან ბურთი ძელს მოხვდა, ხოლო დამატებაზე ლოკონგამ ანგარიში გახსნა. „ჰამბურგმა“ მიმდინარე სეზონში მეორე თამაში მოიგო და 8 ქულთ 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მეცხრეა.
ყაზახეთის პრემიერლიგის 24-ე ტურში ალმათის „ქაირათმა“ შინ „ჟეტისუ“ 5:0 გაანადგურა. გიორგი ზარია მასპინძლების სასტარტოში არ იყო და თამაშში 74-ე წუთზე ჩაერთო. 90-ე წუთზე მან კუთხური ჩააწოდა და ტუიაკბაევმა თავით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. მოქმედი ჩემპიონი „ქაირათი“ 55 ქულით 14-გუნდიან ჩემპიონატში ლიდერია.
ლაშა თაბაგარი
