„კრაკოვიას“ კაპიტანმა ოთარ კაკაბაძემ მიმდინარე სეზონში პოლონეთის ექსტრაკლასაში თავისი მეორე გოლი გაიტანა. მე-11 ტურში კრაკოველები სტუმრად თორნიკე გაფრინდაშვილის გდინიას „არკასთან“ 1:2 წააგო.
კაკაბაძემ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო გაფრინდაშვილს სათადარიგოთა სკამზზე ყოფნა აკმარეს.
„არკადან“ მე-12 წუთზე ანგარიში კერკმა გახსნა, ხოლო 78-ე წუთზე მარცხნიდან პერკოვიჩის ჩაწოდების შემდეგ, საჯარიმოში მყოფმა კაკაბაძე ერთი შეხებით ბურთი კარში გადაგზავნა – 1:1.
84-ე წუთზე კერკმა დუბლი შეასრულა და ეს გოლი შეხვედრაში საბოლოო აღმოჩნდა. „კრაკოვია“ 18 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-3 ადგილზეა.
უზბეკეთის სუპერლიგის 24-ე ტურში „ბუნედკორმა“, სადაც ნიკა მალი და იმედა აშორტია გამოდიან, შინ ლიდერ „ნასაფთან“ 2:2 ითამაშა.
ორივე ქართველი ფეხბურთელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მე-14 წუთზე მალიმ საჯარიმოში პასი აშორტიას მისცა, რომელმაც ანგარიში გახსნა. ორივე ჩვენებური 74-ე წუთზე შეცვალეს. „ბუნედკორი“ 40 ქულით 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-5 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი
