ირაკლი ეგოიანმა, რომელიც „ექსელსიორში“ სადებიუტო სეზონს ატარებს, ნიდერლანდების უმაღლეს დივიზიონში თავისი პირველი გოლი გაიტანა. მე-8 ტურში „ექსელსიორი“ გასვლაზე „ჰერენვენთან“ 1:2 დამარცხდა, ხოლო საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა. მე-11 წუთზე სტუმართა ფეხბურთელმა „ჰერენვენის“ საჯარიმოში ბოლომდე იბრძოლა და მცველს დააკარგვინა ბურთი, რომელიც კარის წინ მდგომ ეგოიანს მიუვიდა, ამ უკანასკნელამ კი ანგარიში გახსნა.
„ჰერენვენიდან“ 89-ე წუთზე საპასუხო ბურთი ვენტემ შეაგდო, ხოლო ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-4 წუთზე თავი კერსტენმა გამოიჩინა. „ექსელსიორი“ 6 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-17 ადგილზეა.
საფრანგეთის ლიგა 1-ში “მეცი” შინ “მარსელთან” 0:3 დამარცხდა. მასპინძლებში საქართველოს ეროვნული გუნდის გარემარბი გიორგი წიტაიშვილი მოედანზე 79-ე წუთზე გამოჩნდა, ხოლო 21-წლამდელების შემტევ ნახევარმცველ გიორგი აბუაშვილს ისევ არ უთამაშია.
ლაშა თაბაგარი
