ზურიკო დავითაშვილმა „სენტ-ეტიენის“ მაისურით მიმდინარე სეზონში საფრანგეთის ლიგა 2-ში პირველი დუბლი მიითვალა. მე-9 ტურში „სენტ-ეტიენმა“ სტუმრად საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველის წყალობით 2:0 დაამარცხა.
დავითაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მე-2 წუთზე მეტოქის საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილი ორ მცველს შორის კარგად გაირკვა, რის შემდეგ ანგარიში გახსნა – 0:1.
22-ე წუთზე „მონპელიეს“ საჯარიმოში მყოფმა ქართველმა ფეხბურთელმა ანანის პასი კარგად გამოიყენა და ერთი შეხებით ბურთი კარში გადაგზავნა. მან 82-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო ხუთ წუთში შეცვალეს.
დავითაშილმა ამ სეზონში საფრანგეთის ლიგა 2-ში ჩატარებულ 8 შეხვედრაში 4 გოლი შეაგდო.
ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის მე-8 ტურში “გრანადამ” შინ “რეალ სოსიედად B” 5:2 დაამარცხა, ხოლო მასპინძლების ქართველ ნახევარმცველ ლუკა გაგნიძეს განაცხადში ყოფნა აკმარეს. “გრანადა” 8 1ულით 22-გუნდიან ჩემპიონატში მე-17 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი
