გიორგი პაპუნაშვილმა „ზირეს“ მაისურით მიმდინარე სეზონში აზერბაიჯანის ჩემპიონატში თავისი პირველი გოლი გაიტანა. მე-7 ტურში „ზირემ“, სადაც პაპუნაშვილთან ერთად დავით ვოლკოვი გამოდის, შინ „ნეფთჩისთან“ 2:2 ითამაშა.
პაპუნაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 28-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოს ხაზთან ბურთი ერთი შეხებით დაამუშავა, ხოლო მეორეთი კარში გადაგზავნა – 1:0.
ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-5 წუთზე, როდესაც სტუმრები 2:1 იგებდნენ, პაპუნაშვილმა საჯარიმოში პასი თანაგუნდელს გაუკეთა, რომელიც წააქციეს და მსაჯმა პენალტი დანიშნა. რენატომ თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა – 2:2. ქართველი შემტევი ნახევარმცველი 97-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო ვოლკოვი განაცხადში არ იყო. „ზირე“ 13 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მეორეა.
ლაშა თაბაგარი
