ნოდარ ლომინაძემ „ეშტორილში“ გადასვლის შემდეგ, პორტუგალიის უმაღლეს დივიზიონში თავისი მეორე გოლი გაიტანა. მე-8 ტურში „ეშტორილი“ სტუმრად „კაზა პიას“ დაუპირისპირდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს. მე-14 წუთზე სტუმრების ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ, „კაზა პიას“ საჯარიმოში საჰაერო ორთაბრძოლა კარვალიომ მოიგო, ხოლო კართან ახლოს მდგომმა ლომინაძემ ანგარიში გახსნა. ამ ფონზე შესვენების შემდეგ მოედანზე მისი არგამოჩენა უცნაურია,
28-ე წუთზე მასპინძლებიდან საპასუხო გოლი როჩამ გაიტანა, ხოლო 45-ე წუთზე ლივოლანტმა „კაზა პია“ დააწინაურა. 84-ე წუთზე სტუმრებიდან თავი კარვალიომ გამოიჩინა.
„ეშტორილი“ 6 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-15 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი
