ლოჩოშვილის პირველი საგარეო მოგება, ნონიკაშვილის მეოთხე გოლი

0
4

„ნიურნბერგმა“, რომელსაც ლუკა ლოჩოშვილი ზაფხულში დაემატა, მიმდინარე სეზონში გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში სტუმრად პირველი თამაში მოიგო. მე=8 ტურში „ნიურნბერგი“ სტუმრად დიუსელდორფის „ფორტუნას“ შეხვდა დ 3:2 დაამარცხა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი, რომელიც წინა ტურში მცირე ტრავმის გამო შეცვალეს, მოედანზე პირველიდან ბოლო წუთამდე იმყოფებოდა. „ნიურნებერგმა“ მიმდინარე სეზონში მეორე თამაში მოიგო და 7 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-14 ადგილზეა.
ლევან ნონიკაშვილმა „ზლატე-მორავცეს“ შემადგენლობაში მიმდინარე სეზონში სლოვაკეთის რანგით მეორე ლიგაში თავისი მეოთხე გოლი გაიტანა. მე-11 ტურში „ზლატე-მორავცემ“ შინ „ლუბოვნას“ 3:2 აჯობა, ხოლო ქართველმა ნახევარმცველმა 24-ე წუთზე ანგარიში პენალტიდან გახსნა. მან შეუცვლელად ითამაშა. „ზლატე-მორავცე“ 22 ქულით 16-გუნდიან სატურნირო ცხრილში მეორეა.
ლაშა თაბაგარი