„ტორპედოს“ „გარეჯის“ დამარცხება არ გაჭირვებია

0
5

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 27-ე ტურში ქუთაისის „ტორპედო“ თბილისში „მიხეილ მესხი 2“-ზე საგარეჯოს „გარეჯს“ ესტუმრა და 3:1 დაამარცხა.
შეხვედრის 24-ე წუთზე სტუმართა შეტევის დროს პაატა ღუდუშაურმა მარჯვენა ფლანგიდან ზუსტი პასი გაუკეთა მეტოქის საჯარიმოში ალეკო ბასილაძეს, რომელმაც თავით დასარტყმელ პოზიციაზეა კომნენ ანდრიჩი გაიყვანა, ხოლო სერბმა ახლო მანძილიდან ანგარიში გახსნა – 0:1.
34-ე წუთზე დავით სხირტლაძემ თავის ნახევარზე ცუდი პასი გააკეთა, რომელიც ღუდუშაურმა ჩაჭრა და მარცხენა ფლანგზე ალეკო ბასილაძე მოძებნა, რომელმაც კარის წინ ისევ ღუდუშაური მოძებნა, ამ უკანასკნელს კი გოლის გატანა არ გაჭირვებია – 0:3. 44-ე წუთზე ბასილაძემ ისევ ღუდუშაურს გაატანინა – 0:3.
მე-60 წუთზე საჯარიმოში მყოფი თორნიკე ძებნიაურის დარტყმული ბურთი სერბმა მეკარე ფილიპ კლიაიჩმა მოიგერია, ხოლო გიორგი გოგოლაშვილმა ზუსტად დაამატა – 1:3.
მთავარმა არბიტრმა გიორგი ავაზაშვილმა 64-ე წუთზე „გარეჯის“ ნახევარმცველი თამაზ ცეცხლაძე გააფრთხილა, რომელსაც ერთ წუთში მეორე ყვითელი ბარათი აჩვენა და გააძევა. დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა და გერმანელი დირკ შუსტერის გაწვრთნილი „ტორპედო“ 43 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა, ხოლო გიორგი მიქაძის თავკაცობით „გარეჯმა“ 24 ქულა დააგროვა და ბოლსწინაა.
გარეჯი 1:3 ტორპედო 
ლაშა თაბაგარი