თბილისის „იბერიას“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე გუგა ნერგაძის დებიუტი წარმატებული აღმოჩნდა. კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 27-ს ტურში საქართველოს მოქმედი ჩემოიონი სტუმრად „გაგრას“ შეხვდა და 3:1 დაამარცხა.
მატჩის 27-ე წუთზე გურამ გოშთელიანის პასის შემდეგ, მეკარესთან პირისპირ გასულმა ლუკა სილაგაძემ „იბერია“ დააწინაურა – 0:1. 31-ე წუთზე მეტოქის ნახევარზე მყოფმა განელმა რიჩმონდ ადეიეიემ მარჯვენა ფლნაგიდან თბილისელთა საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც მყოფმ 21-წლამდელთა ნაკრების ფორვარდმა დავით გოცირიძემ თავით ეფექტური ბურთი გაიტანა – 1:1.
38-ე წუთზე სილაგაძემ, რომელსაც კარგი დარტყმა აქვს, დაახლოებით 25 მეტრიდან ძლიერად დაარტყა და მასპინძლების რუსი მეკარის არსენ სიუკაევის შეცდომის შემდეგ, ბურთი კარში აღმოჩნდა – 1:2.
59-ე წუთზე „იბერიამ“ საჯარიმო დარტყმა საუცხოოდ გაითამაშა და სანდრო ალთუნაშვილი-სილაგაძე- ოთარ მამაგეიშვილი – დერეკ აგუაკვას კომბინაცია, ნიდერლანდელმა მცველმა ახლო მანძილიდან ვარდნაში თავით გატანილი გოლით დაასრულა – 1:3.
დარჩენილ დროში მეტი გოლი არ გასულა და „იბერიამ“ ზედიზედ სამი თამაშის ვერმოგების შემდეგ, სამი ქულა აიღო.
„იბერია“ 56 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზეა, ხოლო გიორგი ონიანის გაწვრთნილი „გაგრა“ 33 ქულით მეექვსეა.
გაგრა 1:3 იბერია 1999
ლაშა თაბაგარი
