მექვაბიშვილმა პოლონეთში წააგო

0
3

კრაიოვას „უნივერსიტატია“, რომელშიც ანზორ მექვაბიშვილი გამოდის, კონფერენს ლიგის პირველ ტურშ სტუმრად პოლონეთის „რაკუვს“ დაუპირისპირდა და ორი უპასუხო ბურთი გაუშვა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 59-ე წუთზე ჩაერთო. მასპინძლებიდან 47-ე წუთზე ანგარიში პიენკომ გახსნა. 53-ე წუთზე „უნივერსიტატიას“ მცველი სკრეციუ უხეშობისთვის გაუძევეს. მე-80 წუთზე „რაკუვიდან“ თავი რეპკამ გამოიჩინა და ეს გოლი მატჩში ბოლო აღმოჩნდა.
იმავე ტურნირში დონეცკის „შახტარმა“ სტუმრად შოტლანდიის „აბერდინი“ 3:2 დაამარცხა. უკრაინელთა განაცხადში ჩვენი ეროვნული გუნდის მარცხენა მცველი ირაკლი აზაროვი იყო, რომელსაც არ უთამაშია.
ლაშა თაბაგარი