კაშიამ კონფერენს ლიგა მარცხით დაიწყო

0
2

ბრატისლავას „სლოვანმა“, რომელშიც გურამ კაშია თამაშობს, კონფერენს ლიგის ფაზა მარცხით დაიწყო. პირველ ტურში სლოვაკეთის მოქმედი ჩემპიონი სახლში ფრანგულ „სტრასბურგს“ შეხვდა და 1:2 დამარცხდა.
საქართველოს ეროვნული გუნდის კაპიტანმა განვლილ შეხვედრაში „სლოვანს“ 83-ე წუთამდე უკაპიტნა და შეცვალეს. ანგარიში 26-ე წუთზე გაიხსნა, როდესაც მასპინძლების გამბიელმა თავდამსხმელმა ირაჯანგამ გოლით თავის კარში გაიტანა. 41-ე წუთზე სტუმრებიდან თავი ოუატარამ გამოიჩინა. 64-ე წუთზე ბრატისლაველებიდან ერთი ბურთი იბრაჰიმმა გაქვითა და დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა.
ევროპა ლიგის ფაზის მეორე ტურში პაოკ-ი ესპანეთში „სელტასთან“ 1:3 დამარცხდა. ბერძნული გუნდის განაცხადში ჩვენი ეროვნული ნაკრების მეკარე ლუკა გუგეშაშვილი არ იყო.
ლაშა თაბაგარი