თბილისის „იბერიას“ ახალი მთავარი მწვრთნელი გუგა ნერგაძე იქნება, რომელიც მანამდე „იბერია 2“-ს ავარჯიშებდა. ამის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება:
„ოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ იბერიას მთავარ მწვრთნელად გუგა ნერგაძე იმუშავებს, რომელიც პირველ გუნდში იბერია 2-დან დაწინაურდა.
გუგა კლუბის სტრუქტურას კარგად იცნობს: მას უმუშავია როგორც აკადემიაში, ისე პირველი გუნდის ანალიტიკოსად. მისი ხელმძღვანელობით, “იბერია 2”- ს მიმდინარე სეზონში საშინაო შეხვედრა არ წაუგია. გუგა ნერგაძე ეროვნული ლიგის ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელი იქნება.წარმატებებს ვუსურვებთ გუგას ახალ გამოწვევაში!“.
ლევან კორღალიძის და გია გეგუჩაძის შემდეგ, ნერგაძე მესამე მწვრთნელია, რომელიც მიმდინარე სეზონში „იბერიას“ უხელმძღვანელებს.
ლაშა თაბაგარი
