ესპანეთის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში 11 ოქტომბერს საქართველოსთან, ხოლო 14 ოქტომბერს ბულგარეთთან საშინაო მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა.
მოქმედი ევროპის ჩემპიონის თავკაცის არჩევანი ასეთია:
მეკარეები: უნაი სიმონი (ბილბაო), დავიდ რაია (არსენალი), ალექს რემირო (სოსიედადი).
მცველები: მარკოს ლორენტე (ატლეტიკო), პედრო პორო (ტოტენჰემი), რობინ ლე ნორმანი (ატლეტიკო), დინ ჰაუსენი (რეალი), დანი ვივიანი (ბილბაო), პაუ კუბარსი (ბარსელონა), მარკ კუკურელია (ჩელსი), ალექს გრიმალდო (ლევერკუზენი).
ნახევარმცველები: როდრი (მანჩესტერ სიტი), მარტინ სუბიმენდი (არსენალი), ალექს ბაენა (ატლეტიკო), პედრი (ბარსელონა), მიკელ მერინო (არსენალი), ალეიშ გარსია (ლევერკუზენი), პაბლო ბარიოსი (ატლეტიკო), დანი ოლმო (ბარსელონა).
თავდამსხმელები: ხორხე დე ფრუტოსი (რაიო ვალეკანო), მიკელ ოიარსაბალი (რეალ სოსიედადი), ფერან ტორესი (ბარსელონა), ლამინ იამალი (ბარსელონა), სამუ აგეჰოვა (პორტუ), იერემი პინო (კრისტალ პალასი), ხესუს როდრიგესი (კომო).
ესპანეთი – საქართველოს მატჩი ქალაქ ელჩეში შედგება და თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.
ლაშა თაბაგარი
