ბათუმის „დინამომ“ ფოთში თამაში შემოატრიალა

0
5

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მესამე წრის დასკვნითმა ტურმა სტარტი ფოთში აიღო, სადაც „ფაზისის“ სტადიონზე ადგილობრივმა „კოლხეთმა“ ბათუმის „დინამო“ მიიღო და მიუხედავად იმისა, რომ ორი ბურთი იგებდა, საბოლოდ მხოლოდ ქულა აიღო.
მატჩის პირველი ტაიმისთვის დამატებულ წუთზე გიორგი ხარებავამ მოედნის ცენტრიდან წამოიღ ბურთი და გზად ერთ მცველს გაცდა, რის შემდეგ, ბათუმელთ საჯარიმო ხაზიდან ზუსტად დაარტყა – 1:0. მან მიმდინარე სეზონში პირველი გოლი გაიტანა.
მეორე ტაიმის დაწყებიდან სამ წუთში ბათუმელთა საჯარიმოში შესულმა რომან პლიუშჩიმ პასი ხარებავას მისცა, რომელმაც თავის მხრივ ბურთი კარის წინ მდგომ უკრაინელ ფორვარდს დაუბრუნა, ამ უკანაკსნელმა კი თავი შეაგდო. მისთვის ეს გოლი ფოთელთა მაისურით პირველია.
მე-60 წუთზე რევაზ ჩიტეიშვილის გადაცემის შემდეგ, ბათუმელთა ერთ-ერთმა ყველაზე იმედის მომცემმა ფეხბურთელმა გურამ ჯაფარიძემ ფინტით საჯარიმოში ერთი მცველი ჩამოიცილა და ბურთი კარში გადაგზავნა – 2:1.
78-ე წუთზე ჯაფარიძემ ფოთელთა ნახევარზე ერთი მოწინააღმდეგე ოსტატურად ჩამოიცილა და ძალიან ზუსტი პასი გადაწოდა საჯარიმოში ლუკა წულუკიძეს, რომელმაც ერთი შეხებით ანგარიში გაათანაბრა – 2:2.
გიორგი ჭიაბრიშვილის გაწვრთნილ ბათუმელებს 36 ქულა აქვთ და 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზე არიან. დავით კვირკველიას დამოძღვრილმა „კოლხეთმა“ თავი 19 ქულას მოუყარა და ბოლოა.
კოლხეთი 1913 2:2 დინამო ბთ
ლაშა თაბაგარი