გიორგი მიქაუტაძემ თავის კარიერაში ჩემპიონთა ლიგაში პირველი გოლი გაიტანა. ლიგის ფაზის მეორე ტურში „ვილიარელი“, რომელსაც საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი ზაფხულში შეუერთდა, შინ ტურინის „იუვენტუსს“ დაუზავდა.
მიქაუტაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და 76-ე წუთზე შეცვალეს. მე-18 წუთზე ქართველი ფორვარდი მეტოქის ნახევარზე ორ მცველს შორის მოექცა, მაგრამ მაინც მისცა პასი პეპეს, რომელმაც ბურთი დაუბრუნა საჯარიმოში გახსნილ მიქაუტაძეს, ამ უკანასკნელმა კი ანგარიში გახსნა – 1:0. გიორგი პირველი ტაიმის მიწურულს ტურინელთა საჯარიმოში მარცხნიდან შეიჭრა და ერთ მცველც გაექცა, რის შემდეგ კარის გასწვრივ სახიფათო გადაცემა გააკეთა, რომელსაც „ვილიარეალის“ ფეხბურთელებიდან არავინ გამოემხაურა.
49-ე წუთზე ტურინელების ჩაწოდებული აუტის შემდეგ, ესპანელთა საჯარიმოში საჰაერო ორთაბრძოლა კელიმ მოიგო, ხოლო გატიმ „მაკრატელათი“ გაიტანა – 1:1. 56-ე წუთზე მოედნის ცენტრში პარეხოს გადაცემა ფრანსისკო კონსეისაუმ ჩაჭრა, რომელიც სამ მეტოქეს გაცდა, ხოლო საჯარიმოში შესულმა „იუვენტუსი“ დააწინაურა – 1:2. 90-ე წუთზე აკომაჩიმ კუთხური ჩააწოდა, ხოლო რენატო ვეიგამ თავით ანგარიში გაათანაბრა – 2:2.
„ვილიარეალი“ 1 ქულით 36-გუნდიან ცხრილში 36-ე ადგილზეა. მიქაუტაძის გუნდი მომდევნო შეხვედრას ჩემპიონთა ლიგაში 21 ოქტომბერს შინ „მანჩესტერ სიტისთან“ ჩაატარებს.
ლაშა თაბაგარი
