თბილისის „დინამოს“ 19 წლამდე ფეხბურთელთა გუნდმა უეფას ახალგაზრდული ლიგის პირველი ეტაპი პირველად გადალახა,
დავით გელაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა ბოსნიის „ზრინსკისთან“ პირველი თამაში სტუმრად 1:1 დაასრულა, ხოლო შინ 3:0 დაამარცხა.
ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ გამართულ მატჩში, მასპინძლები მე-7 წუთზე ჰალიდ დოლტმურზიევმა დააწინაურა. მე-60 წუთზე სტუმართა კარი თემურ ოდიკაძემ აიღო, ხოლო 56-ე წუთზე დოლტმურზიევმა დუბლი შეასრულა.
მეორე ეტაპზე „დინამოს“ მეტოქე კვიპროსის ლარნაკას აეკ-ია. თბილისელები პირველ შეხვედრას 22 ოქტომბერს სტუმრად ჩაატარებენ, ხოლო საპასუხო თამაში 5 ნოემბერს „დინამო არენაზე“ შედგება.
ლაშა თაბაგარი
