გიორგი მამარდაშვილმა „ლივერპულის“ მაისურით ჩემპიონთა ლიგაში პირველი მატჩი „გალათასარაისთან“ ჩაატარა. ლიგის ფაზის მეორე ტურში ინგლისის მოქმედი ჩემპიონი სტამბოლში თუქეთის ჩემპიონს დაუპირისპირდა და 0:1 დამარცხდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 56-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც ბრაზილიელი მეკარე ალისონი ბურთის მოგერიების დროს დაშავდა. იმ მომენტში მასპინძლები 1:0 იგებდნენ ოსიმენის მიერ მე-16 წუთზე გატანილი პენალტით.
მამარდაშვილს ბევრი საქმე ნამდვიოლად არ ჰქონია, რადგან ძირითადად „ლივერპული“ უტევდა და „გალათასარაი“ ინგლისელთა ნახევარზე იშვიათად გადადიოდა. მამარდაშვილი მიმდინარე სეზონში მეხუთე ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფაზის ეტაპზე ითამაშა. მანამდე, იმავე ხვიჩა კვარაცხელიამ, გიორგი ქოჩორაშვილმა, გიორგი მიქაუტაძემ და გიორგი ზარიამ შეძლეს.
მერსისაიდელებს მომდევნო მატჩი 4 ოქტომბერს ინგლისის პრემიერლიგაში სტუმრად „ჩელსისთან“ ელოდებათ და გუნდის მთავარი მწვრთნელის არნე სლოტის განცხადებით ალისონის თამაში გამორიცხულია. შესაბამისად, მამარდაშვილის დებიუტს ინგლისის ჩემპიონატში სწორედ “ჩელსისთან” უნდა ველოდოთ.
ლაშა თაბაგარი
