ხვადაგიანისთვის სეზონი დასრულდა

0
5

საბა ხვადაგიანისთვის მიმდინარე სეზონში ნაადრევად დამთავრდა. ისრაელის ჩემპიონატის მე-5 ტურში ნეთანიას „მაქაბის“ 22 წლის მცველს იერუსალიმის „ჰაპოელთან“ სტუმრად 2:1 მოგებული შეხვედრის მე-80 წუთზე მუხლის წინა ჯვარედინი მყესი გაუწყდა და შეცვალეს.
ხვადაგიანმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მისთვის სეზონი უკვე დასრულდა. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების უკანახაზელი ოპერაციას გაიკეთებს და მოედანზე მომავალი წლის ზაფხულში დაბრუნდება.
ლაშა თაბაგარი