ზარიას დებიუტი ჩემპიონთა ლიგაში „რეალთან“ შედგა

0
6

გიორგი ზარიამ კარიერაში თავისი პირველი თამაში ჩემპიონთა ლიგაში მადრიდის „რეალთან“ ჩაატარა. ლიგის ფაზის მეორე ტურში ალმათის „ქაირათმა“, სადაც ქართველი შემტევი ნახევარმცველი თამაშობს, შინ მადრიდის „რეალთან“ 0:5 განადგურდა.
ტრავმამოშუშებული ზარია თამაშში მე-80 წუთზე ჩაერთო, როდესაც ესპანური გრანდი 3:0 იგებდა. ყაზახეთის ჩემპიონის რბევა კილიან მბაპემ დაიწყო, როდესაც 25-ე წუთზე პენალტი გაიტანა. 52-ე წუთზე მბაპემ მასპინძლების კარი მეორედ აიღო, ხოლო 74-ე წუთზე ჰეთ-თრიქი შეასრულა.
83-ე წუთზე კამავინგამ თავით გაუტანა „ქაირათს“, ხოლო ძირითადი დროსთცის დამატებულ მე-3 წუთზე საბოლოო წერტილი ბრაიმ დიასმა დასვა.
„ქაირათი“ ჩემპიონთა ლიგაში მომდევნო შეხვედრას 21 ოქტომბერს სახლში კვიპროსის ჩემპიონ „პაფოსთან“ ჩაატარებს.
ლაშა თაბაგარი