ვოლკოვმა თავის გუნდს ქულა მოუტანა

0
1

დავით ვოლკოვმა „ზირეს“ ქულა გადაურჩინა. აზერბაიჯანის პრემიერლიგის მე-6 ტურში „ზირე“ გასვლაზე „იმისლის“ შეხვდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 1:1.
სტუმრების რიგებში ვოლკოვთან ერთად შეუცვლელად ითამაშა მეორე ქართველმა ლეგიონერმა გიორგი პაპუნაშვილმა.
მასპინძლები 26-ე წუთზე დიოგო როლომ დააწინაურა. მე-80 წუთზე „ზირემ“ კუთხური ჩააწოდა და მასპინძლების საჯარიმოში შექმნილი არეულობით ვოლკოვმა ისარგებლა, რომელმაც ახლო მანძილიდან გაიტანა. მან მიმდინარე სეზონში 6 შეხვედრაში 2 გოლი შეაგდო.
ლაშა თაბაგარი