„დილამ“ იბრაჰიმა დრამე ისრაელში გაანათხოვრა

0
1

იბრაჰიმა დრამე მიმდინარე სეზონს ისრაელის ჩემპიონატში დაასრულებს. გორის „დილამ“ სენეგალელი თავდამსხმელი „ბნეი სახნინში“ გაანათხოვრა.
23 წლის დრამე გორულ კლუბში შარშან ჩაირიცხა. მან „დილას“ მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 57 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ „დილა“ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ლიდერია და მეორე ადგილზე მყოფ თბილისის „იბერიას“ 4 ქულით ასწრებს.
ლაშა თაბაგარი