საქართველოს თასზე ნახევარფინალისტები გაირკვა

0
3

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასზე ნახევარფინალისტები გაირკვა.
1/4-ფინალში თასის შარშანდელმა გამარჯვებულმა „სპაერმა“ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ლიდერი გორის „დილა“ მიიღო და 1:2 წააგო.
ბათუმის “დინამომ” სტუმრად თბილისის “ლოკომოტივი” 3:0 დაამარცხა, ხოლო “სამტრედიამ’” გასვლაზე “რუსთავს” 2:1 აჯობა.
საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა თბილისის „იბერიამ“ სტუმრად ტყიბულის „მეშახტეს“ 3:0 სძლია. გია გეგუჩაძის დათხოვნის შემდეგ, თბილისელებს განვლილ შეხვედრაში ანზორ ცხვიტავა გაუძღვა.
თასის ნახევარფინალები 30 ოქტორმბერს ჩატარდება: გორის „დილა“ „სამტრედიას“ მიიღებს, ხოლო „იბერია“ შინ ბათუმის „დინამოს“ დაუხვდება.
ლაშა თაბაგარი