გიორგი მამარდაშვილის ოფიცალური დებიუტი “ლივერპულში” ინგლისის ლიგის თასზე შედგა. 1/16-ფინალში პრემიერლიგის მოქმედმა გამარჯვებულმა “საუთჰემპტონი” მიიღო და 2:1 დაამარცხა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე შეუცვლელად ითამაშა და მატჩის მე-6 წუთზე მასპინძლების საჯარიმოში შეჭრილი არმსტრონგის ძლიერი დარტყმული მოიგერია. ის ერთხელ შეცდა, როდესაც პასს თანაგუნდულს უკეთებდა, მაგრამ ბურთი მეტოქეს „ჩააბარა“, თუმცა საბედნიეროდ გოლის გაშვებას გადარჩა.
„ლივერპულიდან“ ანგარიში 43-ე წუთზე ისაკლმა გახსნა, რომელიც ზაფხულში კლუბისთვის სარეკორდო ფასად 125 მილიონ გირვანქა სტერლინგად შეიძინეს. 76-ე წუთზე „საუთჰემტონმა“ კუთხური ჩააწოდა და „ლივერპულის“ მცველების არადამაჯერებელი თამაშით მამარდაშვილთა მარტო დარჩენილმა შარლსმა ისარგებლა, რომელმაც საპასუხო ბურთი გაიტანა- 1:1. 85-ე წუთზე მერსისაიდელებიდან თავი კიდევ ერთმა ახალწვეულმა ეკიტიკემ გამოიჩინა, რომელმაც გოლი მაისურის გახდით აღნიშნა, რისთვისაც მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს. „ლივერპული“ ლიგის თასის 1/8-ფინალში გავიდა.
ლაშა თაბაგარი
