გიორგი ქვილითაიამ მიმდინარე სეზონში ლიმასოლის „არისის“ მაისურით მესამე საგოლე პასი შეასრულა. კვიპროსის ჩემპიონატის მე-4 ტურში ლიმასოელელები სტუმრად ლარნაკას აეკ-ს შეხვდნენ და 2:3 წააგეს.
საქართველოს ეროვნული გუნდის თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მე-7 წუთზე საჯარიმოში ბურთი მიღების შემდეგ, მარცხნიდან გამჭოლი გადაცემა მაკოსლანდ გაუკეთა, რომელმაც ახლო მანძილიდან ანგარიში გახსნა. მე-18 წუთზე მსაჯმა ქვილითაიას უხეშობისთვის წითელი ბარათი აჩვენა, მაგრამ ეპიზოდის VAR-ზე გადამოწმების შემდეგ, გადაწყვეტილება შეცვალა და ქართველი „გააყვითლა“. ქვილითაიამ შეუცვლელად ითამაშა. „არისი“ 9 ქულით 14-გუნდიან ჩემპიონატში მესამეა.
ლაშა თაბაგარი
