ლისაბონის „სპორტინგმა“, რომელშიც გიორგი ქოჩორაშვილი გამოდის, პორტუგალიის ჩემპიონატის მე-6 ტურში „მორიერენსე“ მიიღო და 3:0 დაამარცხა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ისევ სასტარტო შემადგენლობაში იყო და 54-ე წუთზე შეცვალეს.
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, 76-ე წუთზე მასპინძლები კოლუმბიელმა ლუის სუარესმა დააწინაურა, რომელმაც პენალტი გაიტანა. 90-ე წუთზე თერთმეტმეტრიანიდან თავი გონსალვეშმა გამოიჩინა, ხოლო ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე საბოლოო წერტილი იოანიდისმა დასვა.
„სპორტინგი“ 15 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მეორეა და ლიდერ „პორტუს“ 3 ქულით ჩამორჩება.
ლაშა თაბაგარი
