იური ტაბატაძის „კადისი“ სეგუნდას ლიდერებშია

0
4

იური ტაბატაძემ „კადისის“ სასტარტო შემადგენლობაში ზედიზედ მეორე მატჩი ჩაატარა. ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის მე-6 ტურში „კადისი“ გასვლაზე „მალაგას“ შეხვდა და 1:0 დაამარცხა. ქართველმა თავდამსხმელმა მოედნაზე 70 წუთი დაჰყო, მაგრამ ამჯერად გოლი არ გაუტანია. სტუმრებიდან თავი მე-18 წუთზე ორტუნომ გამოიჩინა. „კადისი“ 14 ქულით 22-გუნდიან სატურნირო ცხრილში მეორეა.
იტალიის სერია A-ს მე-4 ტურში „კრემონეზე“ შინ „პარმას“ უგოლო ფრეზე გაეყარა. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ნახევარმცველი დაჩი ლორთქიფანიძე მასპინძლების განაცხადში იყო, მაგრამ ისევ არ ათამაშეს. „კრემონეზე“ 8 ქულით მე-6 პოზიციაზეა.
ლაშა თაბაგარი