მოურინიო „ბენფიკაში“ დაბრუნდა

0
4

ჟოზე მოურინიო ლისაბონის „ბენფიკას“ მთავარი მწვრთნელია. ლეგენდარულმა პორტუგალიელმა სპეციალისტმა „არწივებთან“ 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. აგვისტოში მიურინიო სტამბოლის „ფენერბაჰჩედან“ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში სწორედ „ბენფიკასთან“ მარცხისთვის დაითხოვეს. მან ბრუნუ ლაჟე შეცვალა, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის ფაზის სტარტზე სახლში აგდამის „ყარაბაღთან“ 2:3 მარცხი არ აპატიეს.
ცნობისთვის, მოურინიო „ბენფიკაში“ 2000 წელსაც მუშაობდა და გუნდს მხოლოდ 11 მატჩში უხელმძღვანელა.
ლაშა თაბაგარი