ზივზივაძეს სამი მატჩით მოკვეთეს

0
2

ბუდუ ზივზივაძეს 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს. „ჰაიდენჰაიმის“ თავდამსხმელი გერმანიის ბუნდესლიგის მე-3 ტურში შინ დორტმუნდის „ბორუსიასთან“ 0:2 წაგებულ მატჩში გააძევეს. ის პირველი ტაიმის 21-წ წუთზე ფეხებში უხეშად ნმეჩას ჩაუვარდა და მსაჯმა პირდაპირ წითელი ბარათი აჩვენა. შედეგად. საქართველოს ეროვნული გუნდის ფორვარდი თავის გუნდს ოქტომბრის შუა რიცხვებამდე ვერ დაეხმარება. „ჰაიდენჰაიმმა“ ზივზივაძე 2024 წლის იანვარში „კარლსრუედან“ შეიძინა და მან ყველა ტურნირში ჩატარებულ 23 მატჩში 2 გოლი გაიტანა.
ლაშა თაბაგარი