მიქაუტაძის უიღბლო დებიუტი ჩემპიონთა ლიგაში

0
2

გიორგი მიქაუტაძის დებიუტი ჩემპიონთა ლიგაში შედგ. „ვილიარეალი“. რომელმაც ქართველი ფორვარდი ზაფხულში კლუბისთვის სარეკორდო თანხად იტიდა, ლიგის ფაზის პირველ ტურშ სტუმრად „ტოტენჰემს“ შეხვდა და 0:1 დამარცხდა.
მიქაუტაძემ შეუცვლელად ითამაშა, მაგრამ ორი ტაიმის განმავლობაში ფაქტობრივად უბურთოდ იყო, რადგან ლონდონელმა ნახევარმცველებმა და მცველებმა მისკენ მისასვლელი გზები გადაკეტეს. ამიტომ, საქართველოს ეროვნული გუნდის თავდამსხმელს ხშირად ბურთი მისაღებად ამოსცლა მოედნის ცენტრამდე უწევდა.
მატჩის მიწურულს ის მაინც დაუსხლტა „ტოტენჰემის“ მცველებს და საჯარიმოს სიახლოვეს წესის დარღვევით შეაჩერეს. თუმცა, პეპემ ანგარიშის გათანაბრების კარგი შანსი ვერ გამოიყენა.
„ვილიარეალის“ კარში გასულ ერთადერთ გოლს რაც შეეხება, მე-4 წუთზე მასპინძლების შეტევის დროს ბერგვალმა მარჯვენა ფლანგიდან ჩააწოდა და მეკარე ლუის ჟნიორმა ბურთი თავის კარში შეაგდო. „ვილიარეალი“ ჩემპიონთა ლიგაში მომდევნო თამაშს 1 ოქტომბერს სტუმრად ტურინის „იუვენტუსთან“ ჩაატარებს.
ლაშა თაბაგარი