ხვიჩა კვარაცხელია გამოჯანმრთელდა და ჩემპიონთა ლიგის საერთო ეტაპის პირველ ტურში შინ ბერგამოს „ატალანტასთან“ სათამაშოდ მზადაა. ამის შესახებ ფრანგული გამოცემა RMC Sport იუწყება.
საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-4 ტურში „ლანსთან“ საშინაო მატჩი ვერ დაასრულა. საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობაში იყო და 30-ე წუთზე ტრავმის გამო შეცვალეს. მანამდე, მას მეტოქე ფეხბურთელები რამდენჯერმე ძალიან ეუხეშნენ. განსაკუთრებით, ფორვარდი ედუარი გამოირჩა, რომელმაც ფეხი წვივში ჩაარტყა. მარჯვენა ფლანგზე მოთამაშე კვარაცხელიას მარცხენა ფეხის წვივის კუნთი დასისხლიანებული ჰქონდა და ამის გამო, მოედანი დატოვა.
RMC Sport-ის ცნობით, 24 წლის ფეხბურთელი ოპტიმალურ სათამაშო კონდიციებშია და მოედანზე გასვლაში ხელს არაფერი უშლის.
ლაშა თაბაგარი
