გიორგი ქოჩორაშვილმა ლისაბონის „სპორტინგის“ სასტარტო შემადგენლობაში ზედიზედ მეორე მატჩი ჩაატარა. პორტუგალიის მოქმედი ჩემპიონი პრიმეირა ლიგის მე-5 ტურში სტუმრად „ფამალიკაოს“ შეხვდა და 2:1 დაამარცხა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა 68-ე წუთი ითამაშა და პირველ ტაიმში თანაგუნდელს გოლიც გაატანინა, მაგრამ მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა. „ფამალიკაოს“ განაცხადში ოთარ მამაგეიშვილი იყო, რომელსაც არ უთამაშია. „სპორტინგი“ 12 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მეორეა და ლიდერ „პორტუს“ 3 ქულით ჩამორჩება.
ლაშა თაბაგარი





